გამოცემა “ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, ქუთაისის მერიის ა(ა)იპ არქიტექტურის სამსახურის უფროსად რუსუდან ჩინჩალაძე ინიშნება.
ქუთაისის მერიის პრესმსახურში აღნიშნულ ინფორმციას ადასტურებენ.
რუსუდან ჩინჩალაძე მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ მერიაში არქიტექტურის ა(ა)იპ-ი რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა.