ახალციხის ციხის შემოსავალმა 2018 წელს 892 206 ლარი შეადგინა

733

წინა სტატია

ახალციხის ციხის შემოსავალმა 2018 წელს 892 206 ლარი შეადგინა, ეს თანხა ა(ა)იპ-მა ობიექტების გაქირავებით, ბილეთების გაყიდვითა და გიდების მომსახურებით მიიღო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ა(ა)იპ ახალციხის ციხეში 2018 წელს ვიზიტორების და გიდების მომსახურებით 864 912 ლარი შევიდა, ხოლო ობიექტების გაქირავებიდან 27 264 ლარი.

ობიექტების გაქირავებიდან მიღებული თანხა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ირიცხება, ხოლო ვიზიტორებითა და გიდების მომსახურებით შესული თანხა მუნიციპალურ ა(ა)იპ-ის ბიუჯეტში ირიცხება.

ამასთან, ცნობილია, რომ 2018 წელს ახალციხის ციხეს 152 752 ვიზიტორი ესტუმრა.