თელავის მერიამ თელავის ისტორიულ მუზეუმთან მემორანდუმი გააფორმა

922

თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და თელავის ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, მემორანდუმი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კერძოდ სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის ერთობლივ წარმოებას გულისხმობს. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და პოპულარიზაციის მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ერთობლივი საქმიანობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა მოაწერეს.