პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება აიკრძალება. ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ გუშინ მიიღო.
აღნიშნული ინიციატივა ”ბათუმის ბულვარს” ეკუთვნის. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საკრებულოს წერილობით 12 თებერვალს მიმართეს და საკითხის შესწავლა და რეგულაციების გამკაცრება მოითხოვეს. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.
”როგორც გასული წლის სტატისტიკამ აჩვენა, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ყოველწლიურად იზრდება ელექტრომობილით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა (შეჯახება, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები). განსაკუთრებით მძიმე სურათი მცირეწლოვანთა მიმართ. დასახელებული შემთხვევების საფუძველზე აღძრულია ათობით სისხლის სამართლის საქმე”, – წერია საკრებულოს განმარტებით ბარათში.
ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით…
Posted by ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო on სამშაბათი, 05 მარტი, 2019