საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მცირე ნაკვეთებზე ინდივიდუალურად, მრავალსართულიანი შენობების განთავსება იზღუდება. მაგალითად, თუ მესაკუთრეს 600-დან 1 200 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს და ტერიტორიაზე მშენებლობას გეგმავს, K2 კოეფიციენტს 50% -ზე მეტად ვერ გაზრდის, 2 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მშენებელობის საკითხს კი კვლავ ზონალური საბჭო განიხილვას.
ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით…
Posted by ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო on სამშაბათი, 05 მარტი, 2019
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ, K2 კოეფიციენტის გაყიდვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერმა კახა კალაძემაც დაანონსა. ამ ცვლილებით თბილისის მერი ქალაქის “ქაოტური განაშენიანების“ შეზღუდვას გეგმავს, თუმცა ეს შეზღუდვა უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე არ გავრცელდება.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და K2 კოეფიციენტთან დაკავშირებული ცვლილებები ერთდროულად დამტკიცდება.