თბილისის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 327 მილიონი ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება

713

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 327 მილიონი ლარი ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება, რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალურიტრანსფერებიც დაემატება და ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე 455 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, ეკოლოგიის მიმართულებით – 88 მილიონი, ხოლო ქალაქის გამწვანებაზე მომავალ წელს 26 მილიონის დახარჯვაა გათვალისწინებული.