ქვემო სამგორში გარდაბნის გზატკეცილზე N145-146-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი გაიხსნება.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 900 კვ.მ. ფართობზე სრულდება.
“კაუჩუკისსაფარიან მოედნებზე სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. ამასთან, ტერიტორიაზე სკამები, ნაგვის ურნები, გარეგანათების სისტემა და დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა.
პროექტის დასაფინანსებლად სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 84 000 ლარი გამოიყო”, – აცხადებენ გამგეობაში.