ასპინძის საკრებულომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცა

1174

წინა სტატია

ასპინძის სოფლების დიდ ნაწილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივებისთვის თავშეყრის ადგილები მოეწყობა. შერჩეული პრიორიტეტები ასპინძის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ იანვარსა და თებერვალში კრება 23 დასახლებულ პუნქტში გამართა. მოსახლეობამ 10 სხვადასხვა კატეგორიის 26 პროექტი შეარჩია.

შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით ასპინძელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის თავშეყრის ადგილების მშენებლობა, ან რეაბილიტაციაა.
ასპინძაში შერჩეული პრიორიტეტების ასეთია: სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 8 სოფელი; თავშეყრის ადგილების მშენებლობა–რეაბილიტაცია – 6 სოფელი; გარეგანათების მოწყობა – 4 სოფელი; სასაფლაოს შემოღობვა–2 სოფელი; სარწყავი არხის რეაბილიტაცია –1 სოფელი; სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია – 1 სოფელი; სოფელში არსებული ხევის რეაბილიტაცია – 1 სოფელი; საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია – 1 სოფელი; კულტურის სახლის რეაბილიტაცია – 1 სოფელი; სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია –1 სოფელი;

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძაში 294 000 ლარი დაიხარჯება. რა თანხით დააფინანსებს მუნიციპალიტეტის მერია პროექტებს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.