ლაგოდეხის ბიუჯეტიდან სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის 2 100 000 დაიხარჯება

1266

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხით გაიზრდება პერსონალის ხელფასები და გაუმჯობესდება კვების რაციონი.

“წელს ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა, მოხდა ბაღებში მომუშავე პერსონალის ხელფასების ზრდა და კვების რაციონის გაუმჯობესება. 700 000 ლარია გათვალისწინებული ბაღებში კვებაზე. მთლიანად კი ბიუჯეტიდან სააღმზრდელო დაწესებულებებზე 2 100 000 ლარი დაიხარჯება”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.