ბათუმის სანაპირო ზოლიდან უნებართვო ობიექტებს აიღებენ

1304

ბათუმის სანაპირო ზოლიდან უნებართვო ობიექტებს აიღებენ.

როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, უნებართვო გარევაჭრობისა და ტროტუარების შეზღუდვის მონიტორინგის შემდეგ, ბათუმის მერია ქალაქის სანაპირო ზოლში უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს აღნიშნული ობიექტების დემონტაჟის შესახებ აფრთხილებს.

“ობიექტების მეპატრონეებმა გაფრთხილებები უკვე მიიღეს. გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის ვადაში, მათ ობიექტის დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება უნდა უზრუნველყონ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას. მეპატრონის მიმართ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება”, – აცხადებენ მერიაში.