შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7.2 (კმ7-კმ14.2) კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად გამოცხადებული ტენდერი დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანა განახორციელებს.
უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
“რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ხელოვნური ნაგებობები და წყალგამტარი მილები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, – ამბობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.