ქუთაისი და წყალტუბო სამშენებლო ნარჩენებისთვის ერთობლივ ნაგავსაყრელს მოაწყობს

817

ქუთაისსა და წყალტუბოს სამშენებლო ნარჩენის განთავსებისათვის  ერთობლივი ნაგავსაყრელი ექნება, – ამის შესახებ ქუთაისის ვიცემერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში საამშენებლო ნარჩენების მხრივ პრობლემა არსებობს და მის გადასაჭრელად ერთობლივად მუშაობენ.

“სამშენებლო ნარჩენების განთავსება არის პრობლემატური საკითხი. მუნიციპალიტეტს აქვს ვალდებულება, ქონდეს ცალკე  ნაგავსაყრელი. მიმდინარეობს მუშაობა წყალტუბოსთან, სად განთავსდება და ოპერირება როგორ მოხდება.  ეს სპეციფიკურად სამშენებლო ნარჩენებზე გათვლილი ნაგავსაყრელი იქნება. რამდენიმე ადგილი განიხილება. როდესაც მოხდება შერჩევა, გავახმოვანებთ”,  – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.