ნაციონალურმა მოძრაობამ გორის საკრებულოს წევრს ჯილდოს სახით 5 400 ლარი გადასცა

860

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან” ჯილდოს სახით 5 400 ლარი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაცია ბექა ქორჩილავას მიერ შევსებულ ბოლო ქონებრივ დელარაციაშია მითითებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“რადიო მოზაიკის” ინფორმაციით, დიკუმენტი 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ბექა ქორჩილავა გორის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შევიდა. მას ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია და მისი ხელფასი 2 000 ლარით განისაზღვრება. მთელი წლის განმავლობაში კი, მისმა თანამდებობრივმა სარგომ 22 655 ლარი შეადგინა.