ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე დააკავეს

1337

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე პროკურატურამ დააკავა. არევაძის დაკავება, სავარაუდოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის პერიოდში, მის საქმიანობას უკავშირდება.

პროკურატურაში არევაძის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა რას ედავება გამოძიება ყოფილი გამგებელს ამასთან დაკავშირებით უწყებაში ჯერჯერობით არაფერს აკონკრეტებენ.

არევაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს საღამოს წარუდგენენ.

გიორგი არევაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას 2004-2007 წლებში იკავებდა.