ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიმდინარე წლის იანვარში 31 686 ლარი გაიხარჯა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ თანხით სხვადასხვა მიმართულება დაფინანსდა.
კერძოდ, მათივე ინფორმაციით, პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას 8 ოჯახზე 1 000 ლარი გაიცა, ხოლო, უსინათლოთათვის განკუთვნილმა ერთჯერადმა ფულადმა დახმარებამ 5 ბენეფიციარზე 750 ლარი შეადგინა. ასევე, 95 წელს გადაცილებული 2 ხანდაზმული 200 ლარით დაფინანსდა.
გარდა ამისა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 9 ბენეფიციარზე გაიცა ტრანსპორტირების ხარჯი 4 500 ლარი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახებს ჯამში 7 ბენეფიციარს ლექტროენერგიის გადასახადი 700 ლარით დაუფინანსდა.
ასევე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 23 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 4 763 ლარის ღირებულების მედიკამენტები.
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სტაციონარული მკურნალობა, ოპერაცია და ლაბორატორიული გამოკვლევები, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები 52 ბენეფიციარს ჯამში 18 833 ლარით დაუფინანსდა. ხოლო, განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის, დასკვნის საფუძველზე 13 ბენეფიციარი 5 440 ლარით დაფინანსდა.