საავტომობილო გზების დეპარტამენტი თებერვალსა და მარტში 52 ტენდერს გამოაცხადებს

800

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში 485 მილიონი ლარის ღირებულების 52 ტენდერს გამოაცხადებს.

“აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ტენდერებში შედის საპილოტე პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით , რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა კახეთის რეგიონში და მიმდინარე წელს გურიის რეგიონში დაიწყება. შესრულების და შედეგზე დაფუძნებული გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის 5 წლიანი პროექტის ( PBC), რომლის ფარგლებში განხორციელდება 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და 240 კმ-მდე გზის მიმდინარე შეკეთება.

2019 წელს პირველად საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისათვის დამოუკიდებელი ბიუჯეტია გამოყოფილი,  9 მილიონი ლარი დაიხარჯება საქართველოს მასშტაბით საგზაო ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებისათვის, რაც მოგვცემს საშუალებას მთელი საქართველოს მასშტაბით მეტად უსაფრთხოდ  და კომფორტულად გადავაადგილდეთ.

სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები სამშენებლო კომპანიებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ტარდება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამ ინიციატივის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს და დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.