ვერაზე, ხოშტარიას ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, კაპიტალურად შეკეთდა 600 კვ.მ-მდე ფართობი, სადაც ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, შეკეთდა ტროტუარი, მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა კომუნიკაცია.
“საგზაო სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს “პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობით ხოშტარიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. კაპიტალური შეკეთების სამუშაოები გზის დანარჩენ ნაწილს გასულ წელს ჩაუტარდა”, – განმარტავენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.