ნაძალადევის რაიონში დადიანის N65-ში არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

705

ნაძალადევის რაიონში, დადიანის N65-ში არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 100 კვ.მ ფართობზე შესრულდა.

განახლებული სკვერის კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. ამასთან, სკვერში სარწყავი სისტემა, გარეგანათების ქსელი, სკამები და ურნები განთავსდა.

სკვერის რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 69 441 ლარი გამოიყო.