კრწანისის რაიონში, საიათნოვას N11-ში, სახლს ამაგრებენ

789

კრწანისის რაიონში, საიათნოვას N11-ში, საცხოვრებელი სახლის დროებითი გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, საძირკველი და კედლები გამაგრდება. მათივე ცნობით, სახლის გამაგრების საჭიროება მისი ავარიულობისა და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა.

“ამ ეტაპზე საძირკველის ბეტონის ჩასხმა უკვე დასრულდა და კედლების გამაგრება მიმდინარეობს. საიათნოვას N11-ში მდებარე სახლის დროებითი გამაგრების დასრულების შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წესის ფარგლებში, ამავე ქუჩაზე, N13-ში მდებარე სახლის კაპიტალური გამაგრება დაიწყება. სამუშაოებს შპს “ინსტალ +“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს”, – ამბობენ გამგეობაში.