საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სოფელ ლამისყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრთან ერთად, გამყოფი ხაზის სამი სოფლის – ლამისყანას, ხვითისა და თვაურების მოსახლეობასთან შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი მეზურნიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლამისყანაში ამ ეტაპზე სამი პროექტი დაფინანსდება: მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ლევან იზორიას ინიციატივით, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო კეთილ ნებას გამოიჩენს და სოფლის სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოებს ჩაატარებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია კი სკოლის ტერიტორიას შემოღობავს.
სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანია, მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღონ და მათთან შეთანხმების საფუძველზე, ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიონ, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან განახლდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მითითებით, 15 იანვრიდან 1 მარტამდე 3700 სოფლის კრება ჩატარდება. დასაფინანსებელი პროექტები კი სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
თავდაპირველად, აღდგენილი პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იყო, თუმცა, მოგვიანებით, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და ახლა ის 40 მილიონ ლარს შეადგენს. თითოეული სოფლისთვის თანხა, დასახლების ზომის მიხედვით 10 ათასი ლარიდან 20 ათას ლარამდე იქნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სოფლის კრებას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩაერთოსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სოფელ ლამისყანაში, ორბელიანების სასახლეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებას დაესწრო. გამყოფი ხაზის სამი სოფლის (ლამისყანა, ხვითი, თვაურები) მოსახლეობასთან შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლამისყანაში ამ ეტაპზე სამი პროექტი დაფინანსდება: მოსახლეობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამიდან შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ლევან იზორიას ინიციატივით, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით თავდაცვის სამინისტრო კეთილ ნებას გამოიჩენს და სოფლის სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოებს ჩაატარებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია კი სკოლის ტერიტორიას შემოღობავს.სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანია მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღონ და მათთან შეთანხმების საფუძველზე ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიონ, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. 15 იანვრიდან 1 მარტამდე 3700 სოფლის კრება ჩატარდება. ამჟამად ჩატარებულია 100 კრებაზე მეტი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.სოფლის მოსახლეობა პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაორმაგდება და ის დასახლების ზომის მიხედვით 20,000 ლარამდე იქნება.
Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on ხუთშაბათი, 31 იანვარი, 2019