გლდანის რაიონში 3 სკვერი მოეწყო (ფოტო)

901

გლდანის ხევის N3-N3ა და N1-1ა, ასევე, მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერის მოწყობა უკვე დასრულდა.

N3-N3ა და N1-1ა კორპუსებთან მდებარე სკვერებში, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი მოედნები. ამასთან, სკვერის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა, მოეწყო განათებისა და წყლის სისტემები. სკვერებში დათესეს ბალახი, ხოლო N3-3ა კორპუსთან ახლადმოწყობილ სკვერში ხე-მცენარეები დაირგეს.

რაც შეეხება მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან მდებარე სკვერს, გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილას სკვერი გრუნტის მოჭრის შემდეგ მოეწყო. პროექტის ფარგლებში კი, სკვერში შესაბამისი ინვენტარი განთავსდა, მოეწყო დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული ფეხით სავალი ბილიკები, საბავშვო-გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ამასთან, დამონტაჟდა განათების და წყლის სისტემა, დაითესა ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები.