კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერ კედელს ორ მისამართზე აშენებენ, კერძოდ, ოფრეთის შესახვევში, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, ამის პარალელურად კი, გამგეობამ კედლის მშენებლობა, კიბეების მოაჯირებისა და სარინელის მოწყობა ფონიჭალა 4-ში, N4 კორპუსის მიმდებარედაც დაიწყო.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ფონიჭალა 4-ში გრუნტის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა. აღნისნულ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი 198 გრძივ მეტრზე აშენდება. სამუშაოებს შპს “მეგაბეტონი“ მიმდინარე წლის აპრილში დაასრულებს.
რაც შეეხება ოფრეთის შესახვევს, აქ გრუნტის დამჭერი კედელი 45 გრძივ მეტრზე აშენდება, სამუშაოები კი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.