კრწანისის რაიონში, ოფრეთის შესახვევში, გრუნტის დამჭერ კედელს აშენებენ

930

კრწანისის რაიონში, ოფრეთის შესახვევში, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე და მიმდებარე ქუჩაზე, სადაც საფეხმავლო და საავტომობილო გზა გადის, გრუნტის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა. შესაბამისად, რაიონის გამგეობამ საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო.

გამგეობის ინფორმაციით, გრუნტის დამჭერი კედელი 45 გრძივ მეტრზე აშენდება და ამასთან, ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი გზა, სადაც ასფალტის საფარი 400 კვ.მ-ზე დაიგება. სამუშაოებს შპს “საქართველო პასაჟი“ მიმდინარე წლის მაისში დაასრულებს