გორის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

816

გორის მერის პირველმა მოადგილემ გელა კაპანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს” გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა.

თავზარაშვილის თქმით, გელა კაპანაძე სამუშაოდ სხვა სამსახურში გადავა.

“სადაც მისი ჭკუა-გონება გამოადგება საქმეს და გამოცდილება იქნება საჭირო, იქ გადავა სამუშაოდ”, – განაცხადა გორის მერმა.

თავზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე 1-ლი მოადგილის კანდიდატურის შესახებ, ვერაფერს იტყვის.

გამოცემა”რადიო მოზაიკის” ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გელა კაპანაძე გორის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს. რაზეც ყოფილი ვიცემერი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია.