საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 41% მთავრობის საქმიანობას კარგად, 37 % – ცუდად, ხოლო, 12 % – ძალიან ცუდად აფასებს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული.
NDI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში- 60%, ხოლო კარგად 34% აფასებს. ეს მონაცემი დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა: დიდ ქალაქებში მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხული მოსახლეობის 55% , კარგად – 37%. პატარა ქალაქებში 41% ცუდად, ხოლო 52% -კარგად აფასებს. სოფლებში 43% ცუდად, 48% კი -კარგად აფასებს. რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებას, კვლევის თანახმად, 36% მთავრობს საქმიანობას ცუდად აფასებს, 57% -კარგად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.