ქუთაისის მერია HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის, სამკურნალო პროგრამას იწყებს. აღნიშნულ საკითხებზე დღეს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დაავადების (I-III) სტადიის მკურნალობის პროგრამა მედიკამენტ ჰერცეპტინის თანადაფინანსებას გულისხმობს.
“ჰერცეპტინის პროგრამის მიზანია, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ხელმისაწვდომობა და სრული კურსის ჩატარება საჭიროების მქონე პაციენტებისთვის. ჰერცეპტინის პროგრამა წელს პირველად დაფინანსდება ქუთაისის ბიუჯეტიდან. პროგრამისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი”, – განმარტავენ მერიაში.