სიუჟეტი მომზადებულია “TV25-ის” მიერ
ავტორი: ეკა ბარამიძე, ზაზა ჯაყელი, თინათინ სასანია
სოფელი ერთი ოჯახით და “მთის კანონი“, რომელმაც მთას ვერ უშველა. რატომ ტოვებს მოსახლეობა შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელს და რა ჭირდება ადგილობრივებს წანკალაურში?
მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, მთის ფერდობზე შეფენილ სოფელ წანკალაურის არსებობას, გარე სამყაროს მხოლოდ ერთი ოჯახი ახსენებს. შუახევის მუნიციპალიტეტის ამ ერთ კომლიან სოფელში, წლების წინ 45 -მდე ოჯახი ცხოვრობდა. სოფლის მკვიდრი იური მახარაძე გვიყვება, რომ მიგრაცია ყოფითმა პრობლემებმა განაპირობა და იმ ტერიტორიას გვიჩვენებს, სადაც რამდენიმე წლის წინ სოფლის საბაზო სკოლა არსებობდა.
აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან, მოსახლეობის მიგრაცია ყოველწიურად მატულობს, ტენდენციის ზრდას კი ადგილობრივები თავის გადარჩენის მოტივით ხსნიან.