თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს დიღმის ჭალებში ახალი პარკის მშენებლობა დაიწყება. მოეწყობა გამწვანებული სივრცე საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნებთ, საცურაო აუზით, მედიათეკით, ამფითეატრითა და კაფე-ბარებით.
მშენებლობისთვის 11 620 192 ლარი დაიხარჯება. ახალი პარკის მშენებლობა 2 წელში დასრულდება.
ამასთან, იხილეთ, როგორი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ვარკეთილსა და დიდ დიღომში; როგორ მოეწყობა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი; განახლებული ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩა; როგორ განვითარდება გორგასლის სანაპირო; როგორი იქნება განახლებული დედა ენის ბაღი, გამოფენა, მშრალი და საარბრუკენის ხიდები. როგორ მოეწყობა აეროპორტთან არსებული მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორია და როგორი იქნება ვაშლიჯვრის გზაგამტარი.