თბილისის მერია რამდენიმე დღეში ე.წ. დიღმის ჭალების რეაბილიტაციის პროექტს წარადგენს (ვიდეო)

1117

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია რამდენიმე დღეში დიღომის ჭალებთან დაკავშირებულ პროექტს წარადგენს.

“მნიშნველოვანი პროექტი არის, ძალიან დიდ ტერიტორიაზე იგეგმება მისი განხორციელება. ამ პროექტებით ქალაქი ქალაქს დაემსგავსება და ყველაზე მტკივნეული, რაც არის ჩვენთვის- ეკოლოგიური პრობლემა აუცილებლად მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიღმის ჭალებში ახალი პარკის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და 2 წელში დასრულდება.

პარკში გამწვანებული სივრცის, საფეხბურთო და საკალათბურთო მინიმოედნების, საცურაო აუზის, მედიათეკის, ამფითეატრისა და კაფე-ბარების მოწყობა იგეგმება. მშენებლობისთვის, სავარაუდოდ, 11 620 192 ლარი დაიხარჯება.