უნივერისტეტის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი ერთმანეთს ახალი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება (ვიდეო)

3740

წინა სტატია

თბილისის მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობისთვის 20-დან 30 მილიონამდე დაიხარჯება. პროექტი ორწლიანია, 2019 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

“ალბათ ყველამ იცის წითელი საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც უკვე განვახორციელეთ და ერთ-ერთი სანიმუშო და ულამაზესი ადგილია და ეს პროექტი განხორციელდება ამ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს იქნება სამანქანო ხიდი, რომელიც ხელს შეუწყობს ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებას”, – განაცხადა პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ამასთან, იხილეთ, როგორი იქნება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ვარკეთილსა და დიდ დიღომში; როგორ მოეწყობა დიღმის ჭალების ახალი პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი; განახლებული ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩა; როგორ განვითარდება გორგასლის სანაპირო; როგორი იქნება განახლებული დედა ენის ბაღი, გამოფენა, მშრალი და საარბრუკენის ხიდები. როგორ მოეწყობა აეროპორტთან არსებული მონუმენტის – “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორია და როგორი იქნება ვაშლიჯვრის გზაგამტარი.