“სიდა”-ს ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა თვითმმართველობის დაგეგმილ რეფორმაზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე ხდება:
„ამ სტატუსის გასაუქმებლად მათ ძალიან სუსტი არგუმენტაცია მოაქვთ. რა თქმა უნდა გასაკვირია, რომ ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც რადენიმე წლის წინ ამ თვითმმართველი ქალაქების შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეილება მიიღო, დღეს ამ ქალაქების სტატუსის გაუქმებაზე საუბრობს. ძალიან უცნაურია საუბარი იმაზე, რომ რაღაცა ორმაგი მმართველობაა ადგილებზე და მენეჯმენტის პრობლემაა. ეს აბსურდია. არანაირი გადაფარვა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტის მმართველობას შორის კანონმდებლობითაც არ არსებობს და ვერც პრაქტიკით ვერ იარსებებდა, ამიტომ ჩვენ ვერც მენეჯერული და ვერც ფინანსური დასაბუთება ვერ ვნახეთ“,- აღნიშნა დევდარიანმა.
წყარო: ნიუპოსტი