ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში, გურკელში, ტყემლანში, ნაოხრებში და ზემო სხვილისში საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანებით განხორციელდება.
კერძოდ, სოფელების წინუბანისა და გურკელის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფისთვის მერიამ 896 988 ლარის ტენდერი, ხოლო სოფელ ტყემლანის გზის რეაბილიტაციისთვის 488 150 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ასევე. გამოცხადებულია 244 022 ლარის ტენდერი სოფელ ნაოხრების გზის რეაბილიტაციისთვისაც. სამივე ტენდერზე წინადადებების მიღება 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.
სოფელ ზემო სხვილისის რეაბილიტაციისთვის კი 89 546 ლარის ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 26 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება.