სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან კონსულტაციებს მართავენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხით განსახორციელებელი პროექტი მოსახლეობამ უნდა შეარჩიოს.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის კრებები ნუკრიანში, ანაგაში, ვაქირში, საქობოში, მაშნაარში, წნორში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში ჩატარდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტიც შეარჩია.
სოფელ ჯუგაანში უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოასფალტებულ ქუჩებზე გარეგანათება დამონტაჟდება.
სოფელ ბოდბისხევში ადგილობრივების გადაწყვეტილებით სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა.
წნორში ხმათა უმრავლესობით წნორის სკვერში ტრენაჟორების მოწყობა და ცენტრალური ქუჩის გამწვანება გადაწყდა.
ორივე სოფელში, სოფელ მაშნაარსა და საქობოში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სკვერის კეთილმოწყობა გადაწყვიტა.
სოფელ ვაქირში მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სასაფლაოს კეთილმოწყობა აღმოჩნდა. ხოლო, სოფელ ანაგაში ხმათა უმრავლესობით, მოსახლეობამ ე.წ. “ზარიაულის“ უბანში სკვერის მოწყობა გადაწყვიტა.