თბილისი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე ფართომასშტაბიანად გადავა – კალაძის დაპირება

628

თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის გარემოს დაცვის პოლიტიკაში ნარჩენების მართვის სტრატეგიას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ სტრატეგიის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მომდევრო 4 წელიწადში თბილისის ნარჩენების მართვას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შეძლებს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ნარჩენების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ. მომავალი წლიდან კონკრეტული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ. შედეგი იქნება ის, რომ თბილისი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე ფართომასშტაბიანად გადავა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის რომ დავიწყებთ ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობას და ეს ამოცანა ყველა ქალაქს უდგას, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე და 4 წლის თავზე ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დაიდება.

ვიცით, რომ არსებული ნაგავსაყრელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობს, დისკომფორტია. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რომ ეს დისკომფორტი შემცირდეს. ჩვენი დაპირებაა ძველი ნაგავსაყრელი მომდევნო 4 წლის მანძილზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დაიხუროს“, – განაცხადა ბასილაიამ.

კახა კალაძის “გარემოს დაცვის პოლიტიკის ძირითადი პროგრამები” სრულად იხილეთ ბმულზე.