ქუთაისის მერიამ 402 000 ლარის საწვავი შეიძინა

669

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ 402 000 ლარის საწვავზე ხელშეკრულება კომპანია “რომპეტროლთან” გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, მერია წლის განმავლობაში 200 000 ლიტრ საწვავს გამოიყენებს. 1 ლიტრი საწვავის ფასად 2.01 ლარია მითითებული. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ხელშეკრულებაში მითითებულია 100 ავტომომილის მონაცემები, რომლებიც წლის განმავლობაში საწვავით ისარგებლებენ.

ქუთაისის მერიის ავტოპარკის ხარჯები არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციამ. მათი თქმით, ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების უმეტესობა არაეკონომიურია, რომელთა შენახვაც ბიუჯეტს ძვირი უჯდება. ოპოზიცია მერიას მოუწოდებდა, გაეყიდათ ავტომობილები და ავტოპარკი რამდენიმე ეკონომიური ავტომობილით განეახლებინათ.