შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მეორე მოადგილედ ნუგზარ სამხარაძე დანიშნა. სახელმწიფო რწმუნებულმა ახლი მოადგილე სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გუშინ წარუდგინეს.
ნუგზარ სამხარაძე სხვადასხვა დროს სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა. ის იყო მ. იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოსა და კლინიკა “კარაპს მედლაინის” – საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი.
ნუგზარ სამხარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. ამასთან, 2016 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო 2011 წელს შავი ზღვის უნივერსიტეტში გავლილი აქვს – ბიზნესის ადმინისტრირების კურსი. ასევე, 2005 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიაში გაიარა სამხედრო ჟურნალისტიკის კურსი.