თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში საკემპინგე ზონა მოეწყობა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტიდან 21 000 ლარი დაიხარჯება.
“სოფელ ფშაველში საკემპინგე ზონის მოწყობა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში 21 000 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ტურიზმის განვითარების კუთხით წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო საზედამხედველო მომსახურებისთვის გათვალისწინებულია 11 000 ლარი” ,- აცხადებენ თელავის მერიაში.