თელავის ნადიკვრის პარკში ამფითეატრის რეაბილიტაცია იგეგმება

1392

წინა სტატია

ქალაქ თელავში, დასვენების პარკ “ნადიკვარში” ამფითეატრს რეაბილიტაცია იგეგმება. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოებისთვის 390 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, “ნადიკვარზე” სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაც იგეგმება.

“ამფითეატრის რეაბილიტაციი გარდა, 2019 წლის ზაფხულის სეზონს თელავის კულტურისა და დასვენების პარკი „ნადიკვარი“ განახლებული სცენით შეხვდება. დაგეგმილია სტიქიის მიერ დაზიანებული სცენის სრული რეაბილიტაცია, გასახდელი ოთახების მოწყობა და ტერიტორიის სათვალთვალო კამერებით აღჭურვა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა “ნადიკვრის” გადასახედი ფანჩატურების აღდგენის პროექტზეც”, – აცხადებს შოთა ნარეკლიშვილი.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტიდან დასვენების ღონიძიებების ხელშეწყობისთვის ასევე დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 სკვერის მოწყობა, რომლისთვისაც 100 000 ლარია გამოყოფილი.