სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა

866

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას მოადგილედ მალხაზ თორია დაინიშნა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მალხაზ თორია პროფესიით სამართალმცოდნეა. ის, სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ბოლო პერიოდში მალხაზ თორია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.