ყვარლის სოფელ გრემში ბიო ღვინისა და წვენების წარმოება დაიწყეს

985

ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით ყვარლის სოფელ გრემში სოციალური მეწარმეობისა და ორგანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბიო ღვინის და წვენების წარმოება დაიწყეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

პროექტს სოციალური საწარმო “თემი“ ახორციელებს, რომელიც ესტონეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და ესტონელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარებით მეღვინეობის, მემინდვრეობოს, ველოტურიზმის, ხილის წვენის საწარმოს, ბოსტანის, საქათმე, საფუტკრე და სადურგლო მიმართულებით მუშაობს.

“სოციალურმა საწარმომ შეიძინა სპეციალური დანადგარი და დაიწყო ორგანული წვენების წარმოება, შეიქმნა დამატებით 9 სამუშაო ადგილი, რამაც ხელი შეუწყო თემის ბენეფიციარების ფინანსურ დამოუკიდებლობასა და აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ესტონეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის პრიორიტეტს ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნაში DCFTA სტანდარტების დანერგვაში”, – განუცხადა პროექტის წარმომადგენელმა ნინო კარანაძემ.