თბილისში მგზავრებს საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსები მოემსახურება

1205

წინა სტატია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქის მგზავრებს საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსები მოემსახურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტობუსები საახალწლო აქსესუარებით უკვე გააფორმეს. ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება.

გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება და როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა ყველა ღონისძიება იქნება  საახალწლო სოფელში, რესპუბლიკის მოედანზე. ამასთან, მერიის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა და აღსანიშნავია, ისიც რომ რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება. ასევე, ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც წინასაახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.