ბორჯომში ხელოვნური ნაძვის ხე პირველად შეიძინეს – მერიამ 83 303 ლარი გადაიხადა

1073

წინა სტატია

დაახლოებით, ბოლო 25 წელია, რაც საახალწლოდ ბორჯომში ბუნებრივ ნაძვის ხეს რთავენ, მერიამ ხელოვნური ნაძვის ხე წელს პირველად იყიდა და მის შეძენაში, მონტაჟსა და მანათობლების მოწყობაში 83 303 ლარი გადაიხადა. საერთო ჯამში კი მუნიციპალური ბიუჯეტიდან ქალაქის მოსართავად 100 083 ლარი გაიწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომში, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 24 დეკემბერს რუსთაველის მოედანზე გაანათეს.

ბორჯომის მერიას ქალაქში საახალწლო მოწყობილობებისა და ღონისძიებების გამართვა 100 083 ლარი უჯდება. თვითმმართველობამ ტენდერი ორ ეტაპად გამაოცხადა. პირველ ეტაპზე შპს „დანდმა“ 83 303 ლარით მოიგო, ამ თანხაში შედიოდა ნაძვის ხის შესყიდვაც, მეორე ეტაპზე კი შპს „ჯეო სტრიმმა“ 16,780 ლარით ქალაქში მანათობლები მოაწყო.