მესტიის სოფლებს 200 წყვილი თხილამური გადასცეს

715

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მესტიის მუნიციპალიტეტს 200 წყვილი თხილამური გადასცა, საიდანაც მუნიციპალიტეტში არსებულ თითოეულ სოფეელს, დაახლოებით, 38 წყვილი შეხვდება.  ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ბავშვები თხილამურებზე დადგნენ. სწორედ ისინი მოუტანენ საქართველოს წარმატებას სათხილამურო სპორტში. ამიტომ გადავწყვიტეთ, 200 წყვილი თხილამური გადაგვეცა მუნიციპალიტეტისთვის, თითო სოფელს დაახლოებით 38 წყვილი შეხვდება. გვაქვს უამრავი გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ“, – თქვა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თაზო გამცემლიძემ.

სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, გასულ წელს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სვანეთის ხუთ სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში მცირე ზომის საბაგიროები აშეენა. უშგულში, უშხვანარსა და ეცერში არის თითო 200-მეტრიანი გერმანული წარმოების საბაგირო „მულტი სკი“, ხოლო ლენტეხსა და მაზერში თითო 200 მეტრიანი სლოვაკური წარმოების საბაგირო „ტატრა ლიფტი“.

შგახსენებთ, რომ სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონი 22 დეკემბერს გაიხსნა.