თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად 22 დეკემბერს გაიხსნება

1899

წინა სტატია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სვანეთში, კერძოდ კი თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალს ოფიციალურად 22 დეკემბერს გახსნის. ინფორმაცია ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კურორტ თეთნულდზე, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს, 4 საბაგირო (6 ადგილიანი სავარძილის ტიპის) და 30 კმ-ნი 8 სათხილამურო გზაა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვისაა გათვლილი. კურორტის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება .

სპეციალისტების დასკვნით , თეთნულდი ერთდროულად 6 806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4 100 მოთხილამურეს მოემსახურება. კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს . სათხილამურო პერიდი კი 6-7 თვემდე იქნება.

კურორტ “თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა.

ჰაწვალზე, რომელიც მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კილომეტრიანი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა და გასულ წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

სვანეთის 5 სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში ფუნქციონირებს მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.

“მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციითმ ჰაწვალზე საბაგიროს რაოდენობა ა 2, სასრიალო ტრასის რაოდენობა – 3, სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე – 7 კმ.

5 მცირე ზომის საბაგიროა ეცერში, უშხვანარში, მაზერში , უშგულსა და ლენტეხში.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი სვანეთში ყინულის სკულპტურების გამოფენით გაიხსნება.