ქუთაისის მერიამ რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურეობისათვის 144 900 ლარი დახარჯა

634

უთაისის მერიამ 2018 წელს განმავლობაში რესტორნების და სასტუმროების მომსახურეობაზე  144 900 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

18 დეკემბრის მდგომარეობით, მერიას გამარტივებული შესყიდვების გზით 49 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება 144 900 ლარს  შეადგენს.

რესტორნებთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 86 000, სასტუმროების კი – 58 900 ლარია. ხელშეკრულებების ნაწილი საჯარო მოხელეებთან დაახლოებული პირების ობიექტებთანაა გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ მონაცემებში არ შედის ელექტრონული ტენდერების გზით განხორციელებული შესყიდვები.