ხუნწარია: დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს წელს გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები ელით

1164

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს წელს გრანდიოზული ღონისძიებები ელით. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე, სავარაუდოდ, 23:00 საათზე დაიწყება.

ხუნწარიას განმარტებით, ღონისძიებები გაიმართება როგორც წინასაახალწლოდ, ასევე ახალი წლის დღეებშიც.

“25 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას ჩვენი საშობაო სოფელი 28-დან სრულად დაიტვირთება. ასევე, 28-იდან 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა რესპუბლიკის მოედანზე, წელს მთავარი ნაძვის ხე განსაკუთრებით ლამაზი იქნება, რადგან მას განსხვავებული მორთულობა ექნება. გალაკონცერტზე, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება, მონაწილეობას შოუ-ბიზნესის სახეები და ცნობილი მომღერლები მიიღებენ. დაუკრავს ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ყველასათვის საყვარელ ქართულ კინო-მუსიკას.

22 დეკემბერს ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე იმისთვის, რომ ყველამ ერთად ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე, რომელიც იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, იმიტომ, რომ მას აქვს განსაკუთრებულად ლამაზი მორთულობა. 22 დეკემბერს იგეგმება გრანდიოზული ღონისძიება. ასეთი ნაძვის ხის ანთება ჯერ არ გვქონია, დაახლოებით, 150 ადამიანი იღებს მონაწილეობას. მათ შორის მინდა დავასახელო ბიჭუნათა კაპელა, გოგონათა გუნდი, მარიამ ალექსიძის საბალეტო დასი, ტანმოვარჯიშეები, მოძრაობის თეატრი, მომღერლები: ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, დაუკრავს გიორგი ცაგარელი. ღონისძიების რეჟისორი ნიკოლოზ შველიძეა. მიშა მდინარაძის ახალ კომპოზიციებზე იდგმება ეს ყველაფერი, ახალი სიმღერები გაჟღერდება და მგონია, რომ ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. წელს გრანდიოზული საახალწლო სოფელი იქნება. ყველა ღონისძიება იქნება ერთ სივრცეში, მათ შორის ის სახლებიც, რომლებიც დგას ხოლმე ტრადიციულად, სადაც იმართება საშობაო ბაზრობა.

ასევე იქნება ორი სცენა მოწყობილი – საბავშვო ღონისძიებებისთვის და საღამოს კონცერტებისთვის. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხა ზღაპრის გმირები იქნებიან, იქნება საშობაო აქსესუარების სახელოსნოები და ა. შ.

გალაკონცერტი წელს, რა თქმა უნდა, რესპუბლიკის მოედანზე გვექნება. სავარაუდოდ, 23:00 საათზე დაიწყება კონცერტი, მაგრამ დრო კიდევ ერთხელ დაანონსდება. ჩვენი სცენა სამი სივრცისგან შედგება, რომელიც ძალიან ლამაზი გამოდის. ასე რომ, ველოდებით ყველას სიყვარულით“, – განაცხადა ხუნწარიამ.

როგორც მერიაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა. ასევე, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.

ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

ამასთან, ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც წინასაახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება.