თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება.
“22 დეკემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რომელზეც მინდა დავპატიჟო დედაქალაქის მოსახლეობა, რომ მობრძანდეთ თქვენი შვილებით და შვილიშვილებით“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერიაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა. ამასთან, ცნობილია, რომ რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.
შეგახსენებთ, რომ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელი 28 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.
თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.