ხობის სოფელ საგვიჩიოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

801

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

“საგვიჩიოში 3770 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები. გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 1 მილიონ 73 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოზე ადგილობრივები დასაქმდნენ“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.