ვერაზე, გალის ქუჩაზე, გზას აწესრიგებენ

981

მთაწმინდის რაიონში, ვერაზე, გალის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 2 500 კვ.მ ფართობზე შეკეთდება, სადაც ამ დროისთვის ასფალტის ახალი საფარი იგება. ასევე, მათივე ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც გალის ქუჩაზე ბოლო ათეული წლებია არ ჩატარებულა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო.