ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს 2014 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც იგი ჯერ ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად აირჩიეს, არაფერი შეუძენია. ინფორმაციას სამხრეთისკარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 30 ოქტომბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მას შვიდი მიწის ნაკვეთი აქვს. მათ შორის ოთხი ასპინძაში, სოფელ ტოლოშში, სამი კი ახალციხეში. სოფელში ოთხივე ნაკვეთი მემკვიდრეობით 2011 წელს მიიღო და მათი საერთო ფართობი 8 842 კვ.მ–ია.
მანამდე, 2005 წელს ახალციხეში 5 000–5 000 ლარად ორი ნაკვეთი შეიძინა, ერთი –1.600 კვ.მ რუსთაველის N24-ში , მეორე კი 10.60 კვ.მ . საფარის ქუჩაზე. მოგვიანებით, 2010 წელს, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1.600 კვ.მ . ფართობი აქიციონის წესით იყიდა და მასში 6 000 ლარი გადაიხადა.
ახალციხის მერს ოთხი საცხოვრებელი სახლი და სამი ბინა აქვს. ოთხი სახლიდან ორი სოფელ ტოლოშში 2011 წელს მემკვიდრეობით მიიღო. ერთის ფართობი 144 კვ.მ–ია, მეორის კი 156 კვ.მ. ორი საცხოვრებელ სახლს მელიქიძე ახალციხეში ფლობს. მათ შორის ერთი, რომლის ფართობიც 180კვ.მ–ია, რუსთაველის N24 –ში 2005 წელს იყიდა და 20 000 ლარი გადაიხადა. მეორე სახლი კი 2010 წელს მისმა მეუღლემ ასმათ ალავიძემ 15 000 ლარად კოსტავას N47ა-ში შეიძინა. ამ სახლის ფართობი 62 კვ.მ–ია. ასევე, კოსტავას ქუჩაზე ზაზა მელიქიძეს ბინაც აქვს, მის შესაძენად 1997 წელს 4 000 ლარი გადაიხადა და ამ შენობის ფართობი 65 კვ.მ–ია. აქვე იყიდა 500 ლარად 32 კვ.მ ავტოფარეხიც.
მელიქიძემ 2005–2006 წლებში თბილისში ორი ბინა შეიძინა. 2005 წელს 16 000 ლარად მუხიანის მესამე მიკრო/რაიონში 61,12 კვ.მ იყიდა. ერთი წლის მოგვიანებით კი ასევე მუხიანში, მეთოხე მიკრო/რაიონში 100,38 კვ.მ. ფართობში 30 000 ლარი გადაიხადა.
ამავე პრიოდში, 2006 წელს ზაზა მელიქიძის მეუღლემ ასმათ ალავიძემ, ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე 268 კვ.მ კომერციული ფართი შეიძინა. მას ალავიძე 2 000 დოლარად აქირავებს. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული ფართის გაქირავებით მან 2017 წლის პირველი ინავრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 61 533 ლარი მიიღო.
მელიქიძემ 2006 წელს იყიდა ავტოამწეც, kamaz53213, რაშიც 15 000 ლარი გადაიხადა. მისი გაქირავებით მერს 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით 3 672 ლარი აქვს მიღებული.
ზაზა მელიქიძე შპს “მელიზას“ და შპს “ლეგის“ 100–100%–იანი წილის მფლობელიცაა. თუმცა მას არცერთი კომპანიისგან 2017 წელში შემოსავალი არ მიუღია.
მელიქიძე 2014 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩეს, 2017 წელს კი ახალციხის მერად. დეკლარაციის მიხედვით, მას როგორც მერს, 2017 წლის პირველი ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე მიღებული აქვს 8 702 ლარი, ხოლო როგორც გამგებელს 2017 წლის პირველი ინავრიდან 31 ოქტომბრამდე 31 514 ლარი ერიცხება.
მერს “ლიბერთი ბანკში“ სახელფასი ანგარიშზე, დეკლარაციის მიხედვით, 2 070 ლარი უფიქსირდება.
ასმათ ალავიძეს ფინკა ბანში მიმდინარე ანგარიში 5 437 ლარი აქვს. მას ამავე ბანკში ანაბარზე კი 239 ლარი ერიცხება.
ზაზა მელიქიძის მეუღლე შპს “მელიზას“ ოფის მენეჯერია. მას აქ სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 4 550 ლარი აქვს.